სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა მოაწერეს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს დავით ასათიანს შეხვდა. მხარეებმა არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ესტუმრნენ.
მსჯავრდებულმა შოთა მარტყოფლიშვილმა, რომელიც სასჯელს N 16 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის, რამდენიმეთვიანი ინტენსიური მეცადინეობის შემდეგ, გამოცდები წარმატებით ჩააბარა და საერთაშორისო ბიზნესის მენეჯერის სპეციალობას ეუფლება. იგი ამ დროისთვის ერთადერთი პატიმარია, რომელმაც ციხიდან მაგისტრატურის გამოცდები ჩააბარა.
ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებას წიგნების მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" წარმომადგენლები ესტუმრნენ და ლიტერატურული საღამო გამართეს.
ევროპის საბჭოს პროექტის ,,თავისუფლებააღკვეთილ პირთა ფსიქიკური ჯანდაცვის გაუმჯობესება საქართველოში" მმართველი საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე თემურ მღებრიშვილი, ასევე ბენეფიციარი უწყების შს სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატისა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი დაესწრო.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პენიტენციური რეფორმის განახლებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი ხელმძღვანელობდა.
ევროკავშირის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერის პროგრამის პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტების სახელმძღვანელო მომზადდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, “2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ” სახალხო დამცველის ანგარიშზე საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში წარადგინა.