ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
არქივი
პროექტ არტ-თერაპიის მონაწილე მსჯავრდებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
N5 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს, რომლებიც პროექტ არტ-თერაპიის მონაწილეები იყვნენ, სერტიფიკატები გადაეცათ.
N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე გრძელვადიანი პაემნებისთვის სპეციულური სივრცე მოეწყო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე გრძელვადიანი პაემნებისთვის სპეციალური სივრცე შეიქმნა. ერთსართულიან შენობაში ერთი ადმინისტრაციისა და 4 სასტუმრო ნომერი მოეწყო.
პენიტენციურ დაწესებულებებში წმინდა ცეცხლი მიაბრძანეს
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე მდებარე ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. დაწესებულებებში იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარში გადმოსული წმინდა ცეცხლიც მიაბრძანეს.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ თურქეთში მყოფ ქართველ მსჯავრდებულებს სააღდგომო საჩუქრები გაუგზავნა
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, მინისტრ კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის სააღდგომო საჩუქრები: პასკები, წითელი კვერცხები, სანთლები და ქართულენოვანი წიგნები გაგზავნა.
პენიტენციურ დაწესებულებაში სააღდგომო ამანათების შეგზავნა ხვალიდან იწყება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის სააღდგომო ამანათების შეგზავნა ხვალიდან დაიწყება.
არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვის ცერემონიალი
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლები, არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვას დაესწრნენ და ოჯახს მიუსამძიმრეს.
არასრულწლოვანმა მსჯავრდებულებმა მზის შვილებს პრეზენტაცია მიუძღვნეს
2018 წლის 21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში. დაწესებულების სოციალური განყოფილების ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მონაწილეობით. მსჯავრდებულმა მსმენელებს პრეზენტაციის სახით მიაწოდა ინფორმაცია დაუნის სინდრომის, ამ სინდრომის მქონე ადამიანების უნარების, შესაძლებლობების, წარმატებული განვითარების პერსპექტივების, სინდრომის ირგვლივ გავრცელებული მითებისა და რეალობის შესახებ.
დანიაში საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროში გატარებული რეფორმები სამაგალითოდ შეაფასეს

დანიაში საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული რეფორმები სამაგალითოდ შეაფასეს. ამის შესახებ კოპენჰაგენში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ღონისძიებაზე ითქვა. შეხვედრა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა მონაწილეობით, წამების პრევენციის კომიტეტის (CPT), წამების საწინააღმდეგო ინიციატივის კონვენციისა (CTI) და წამების საწინააღმდეგო დანიური ინსტიტუტის (DIGNITY) მხარდაჭერით დანიის დედაქალაქში მიმდინარეობს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ევროპის საბჭოს დემოკრატიაზე მომხსენებელთა ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გაიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ, ზვიად მიხანაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს დემოკრატიაზე მომხსენებელთა ჯგუფის წევრებს უმასპინძლა.
„ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაულში მონაწილეობა პირობით მსჯავრდებულებმაც მიიღეს
21 მარტს, მარნეულში, მუსლიმთა დღესასწაულის, "ნოვრუზ ბაირამის " აღსანიშნავ
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობით მსჯავრდებულებმა მიიღეს.