ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
არქივი
ზვიად მიხანაშვილი აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს წარმომადგენლებს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, სამინისტროს წარმომადგენელებთან ერთად აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL), ევროპისა და აზიის ქვეყნების პროგრამების დირექტორს, ერინ სოიერსა და (INL) დირექტორს მაიკლ მაკმენს შეხვდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი აშშ-ის მოსამართლეთა და ადვოკატთა ჯგუფს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების მოსამართლეებს და ადვოკატებს შეხვდა.
მინისტრმა შეხვედრაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების უმნიშვნელოვანესი როლი, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში.
კულინარიის კურსში ჩართულ მსჯავრდებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციურ დაწესებულებაში კულინარიის ხელოვნების პროფესიული მომზადების პროგრამა დასრულდა და მასში ჩართულ მსჯავრდებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. კულინარიის კურსი 20-მა მსჯავრდებულმა გაიარა და ის 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებმა სპექტაკლი დადგეს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N 5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მონაწილეობით სპექტაკლი დაიდგა. ღონისძიებას საპატრიარქოს, არასამთავრობო სექტორის, კულტურის სფეროსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნონა გაფრინდაშვილი N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს შეხვდა
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს შეხვდა.
N16 დაწესებულებაში ფრენბურთის მატჩი გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციურ დაწესებულებას ფრენბურთის ფედერაციის წარმომადგენელები ესტუმრნენ და მსჯავრდებულებთან ამხანაგური მატჩი გამართეს.

კახა კახიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და შეწყალების კომისიის წევრებს შეხვდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ხორვატიაში

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის ზვიად მიხანაშვილის ხელმძღვანელობით, ევროკავშირი საქართველოსათვის, პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, ხორვატიაში მიმდინარე CEP-ის (ევროპის პრობაციის კონფედერაცია) ევროპის მე-11 ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობს

კახა კახიშვილს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებმა მოუსმინეს
პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს მოუსმინეს. მინისტრმა ჯგუფის წევრებს სამინისტროში 2015-16 წლებში განხორციელებული საიდუმლო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას შეხვდა.