სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ტოკიოში იაპონიის იუსტიციის მინისტრ იოკო კამიკავას შეხვდა. შეხვედრის მთავარ საკითხს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასვეე ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობისა და პარტნიორული კავშირების გაღრმავება წარმოადგენდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, Hilfswerk Austria International-ს, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობასა“ და ა(ა)იპ მეწარმე ქალთა ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში ხელი მოეწერა პროექტს „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ.“
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მინანქრისა და კერამიკის სახელოსნოები გაიხსნა. დაწესებულებაში სახელოსნოებისთვის სპეციალური სივრცეები მოეწყო, რომელიც საჭირო ინვენტარით აღიჭურვა.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ენერგოაუდიტის ჩატარებაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. საპილოტე პროექტის ფარგლებში, N8 და N18 პენიტენციურ დაწესებულებებში, სამინისტრო ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს, რომლის მიზანი პენიტენციურ დაწესებულებებში კომუნალური და საექსპლუატაციო ხარჯების
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით, უწყების დელეგაცია, აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით, პრობაციის მესამე მსოფლიო კონგრესში მონაწილეობს. კონგრესი 9-15 სექტემბერს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარეობს.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალების 12 თანამშრომელი აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს(INL) მიწვევით, სასწავლო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროს ზაზა გრიგოლიასთან და უწყების წარმომადგენლებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი შინდისში მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის გახსნას დაესწრნენ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ, პრობაციის ევროპული კონფედერაციის (CEP) პრეზიდენტს ჯერი მაკნელისა და გენერალურ მდივანს ვილემ ვან დერ ბრუგეს შეხვდა. მხარეებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში გატარებული რეფორმები და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო, სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების წევრობის კანდიდატურებზე გამოცხადებულ ვაკანსიებთან დაკავშირებით განაცხადების მიღებას განაგრძობს. ვაკანსიები არასამთავრობო ორგანიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულების კვოტითაა გამოცხადებული და არაანაზღაურებადია.