ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი სოციალურ მუშაკებს შეხვდა
სოციალურ მუშაკთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი მოადგილესთან ერთად პენიტენციურ სისტემაში დასაქმებულ სოციალურ მუშაკებს შეხვდა.

მან საპასუხისმგებლო და თავდაუზოგავი საქმიანობისთვის სოციალურ მუშაკებს მადლობა გადაუხადა და იუსტიციის მინისტრის მილოცვა გადასცა.

შეხვედრაზე, ასევე, იმსჯელეს სოციალური მუშაკების როლზე რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში და მათ წვლილზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის პოზიტიური ცვლილების მიმართულებით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს სოციალურ მუშაკთა და იმ პროგრამების მხარდაჭერას, რომლებიც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში მათ რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
FaceBook Twitter