ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება დაიწყო
სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება აზერბაიჯანელი ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების მიღებას იწყებს.
პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 17-20-21 მარტის 09:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას.