ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
№8 და №18 პენიტენციურ დაწესებულებებში გრძელვადიანი პაემნებისთვის განკუთვნილი სივრცეები მოეწყო
მსჯავრდებულთა გარე სამყაროსა და ოჯახის წევრებთან კონტაქტის მნიშვნელობის გათვალისწინებით, №18 პენიტენციურ დაწესებულებაში გრძელვადიანი პაემნებისთვის განკუთვნილი ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყო, რომელიც აქამდე ამ დაწესებულებაში არ არსებობდა. №8 პენიტენციურ დაწესებულებაში კი, ახალი სივრცეები დაემატა, რაც პატიმრების ოჯახის წევრებთან შეხვედრას კიდევ უფრო მოქნილსა და ეფექტიანს გახდის.

გრძელვადიანი პაემნებისთვის განკუთვნილ ოთახებში ყველა პირობა არსებობს მსჯავრდებულისა და მისი ოჯახის წევრების კომფორტის შესაქმნელად. სივრცეები აღჭურვილია საჭირო ავეჯითა და ინვენტარით.

პენიტენციურ დაწესებულებაში დამატებით გრძელვადიანი პაემნებისთვის განკუთვნილი სივრცეების მოწყობა საჭიროებისამებრ მომავალშიც გაგრძელდება, რაც მსჯავრდებულთა უფლებრივ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს, ხელს შეუწყობს დაწესებულების პირობებთან მათ ადაპტაციას და გაუადვილებს საზოგადოებაში რეინტეგრაციას.
FaceBook Twitter