ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებებში დაქტილოსკოპიის ციფრული მეთოდი დაინერგა
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში თანამედროვე ტექნიკური საშუალებების დანერგვა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ მიზნით მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებებში დაქტილოსკოპიის ციფრული მეთოდი დაინერგა.

დაქტილოსკოპიის თანამედროვე აპარატურამ ეფექტურად ჩაანაცვლა მოძველებული ტექნოლოგიები და იძლევა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მონაცემების ციფრულად აღრიცხვის შესაძლებლობას.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს სისტემაში ციფრული ტექნოლოგიის დანერგვას, რაც სამსახურის საქმიანობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
FaceBook Twitter