პირველად საქართველოს პენიტენციურ სისტემაში 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით მომუშავე თანამშრომლები ერთჯერადი კვებით არიან უზრუნველყოფილი. უფასო კვების სისტემა წელს ამუშავდა. ამ მიზნით ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებული თანამშრომლებისთვის სპეციალური სასადილო სივრცეები და სამზარეულოები მოეწყო.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მორიგე თანამშრომლები კი,რომელთაც 24-საათიან სამორიგეო ცვლაში უწევთ მუშაობა ამიერიდან სამჯერადი კვებით არიან უზრუნველყოფილი.
პენიტენციური სისტემის თანამშრომლებისათვის უფასო კვების სისტემა რამდენიმე წლის წინ დაინერგა. ამ დრომდე პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე მორიგე თანამშრომლები ორჯერადი კვებით იყვნენ უზრუნველყოფილი, ხოლო ესკორტის ოფიცრები – მშრალი საკვებით.
პენიტენციური სამსახური თანამშრომლების უკეთესი სამუშაო გარემოსა და პირობების შესაქმნელად ზრუნვას მომავალშიც გააგრძელებს.