სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს თანამშრომელთა სამუშაო და სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვას.
ამ მიზნით, პენიტენციურმა სამსახურმა პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ახალი სამსახურებრივი ფორმები შეიძინა.
უახლოეს პერიოდში ახალი ფორმების სრულ კომპლექტს პენიტენციური დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი მიიღებს.
პენიტენციური სამსახური თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვას მომავალშიც გააგრძელებს.