პენიტენციურ სისტემაში მყოფი არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის წიგნის კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული შეხვედრები ჩატარდა.
წიგნის კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას მწერალი შორენა ხუხუა ეწვია, №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვნებს ლიტერატურათმცოდნე მარინა ნონიკაშვილი შეხვდა, ხოლო №5 (ქალთა) დაწესებულებაში "საბას" პრემიის ფინალისტი, პოეტი ლელა კურტანიძე იმყოფებოდა. მათ პატიმრებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს და წიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს იმ პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა წიგნიერებისა და განათლების დონის ამაღლებას ემსახურება.