№15 (ქსნის) დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში, რომლის მოხატვაში მსჯავრდებულებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს, საზეიმო ლიტურგია ჩატარდა.
ტაძრის მოხატვაში შეტანილი წვლილისთვის მსჯავრდებულებს დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით სიგელები გადაეცათ.
საღვთო ლიტურგიას საპატრიარქოსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.
№15 დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული ეკლესია სამსახურის თანამშრომლებისა და მსჯავრდებულთა მონაწილეობითა და შემოწირულობით აშენდა. ტაძარი 2016 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საზეიმოდ აკურთხა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური გილოცავთ წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეს.