ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებებში თემატური შეხვედრები ჩატარდა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდა. ამ მიზნით №5 (ქალთა), №12 და №14 პენიტენციურ დაწესებულებებში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის საკითხზე შეხვედრები გაიმართა.

კამპანიის ფარგლებში, მსჯავრდებულებმა კომპეტენტურ პირთაგან მიიღეს ინფორმაცია ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის, მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის შესახებ.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის მიზანს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსგავსი შეხვედრების ციკლის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

FaceBook Twitter