ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
№15 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების მორიგი ეტაპი დასრულდა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით პატიმართა რეაბილიტაცია/რესოციალიზაციის ხელშეწყობისა და განმეორებითი დანაშაულის პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება.

№15 პენიტენციურ დაწესებულებაში "ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული" სწავლების კურსი 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.

პროგრამა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შემუშავდა, საგანმანათლებლო კურსის ეფექტურად განსახორციელებლად სისტემის ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები სპეციალურად გადამზადდნენ.

პროგრამის მიზანს წარმოადგენს გენდერული თანასწორობის დაცვა, ქალთა მიმართ ძალადობისა და განმეორებითი დანაშაულის პრევენცია.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს მსჯავრდებულთა საზოგადოებაში სრულყოფილად ინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამების მხარდაჭერას.
FaceBook Twitter