ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
№15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა სარეაბილიტაციო პროგრამები გაიარეს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო, სოციალური, სპორტული და კულტურული აქტივობები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

№15 პენიტენციურ დაწესებულებაში დასრულდა ფსიქოსოციალური პროგრამები – "არტთერაპია", "ბიბლიოთერაპია" და "კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარების პროგრამა", სადაც სხვა მსჯავრდებულებთან ერთად უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირებიც მონაწილეობდნენ.

დაწესებულებაში სარეაბილიტაციო პროგრამები ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. კურსის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.

პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია და განმეორებითი დანაშაულის პრევენციაა. აღნიშნულ პროგრამებში ჩართულობა მსჯავრდებულებს როგორც დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, ისე გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებაში სრულფასოვან წევრად დაბრუნებაში დაეხმარებათ.

FaceBook Twitter