ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკოორდინაციო საბჭო აცხადებს ვაკანსიებს (ანაზღაურების გარეშე)
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივ საბჭოებსა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მუდმივმოქმედ კომისიაში ვაკანსიები (ანაზღაურების გარეშე) გამოცხადდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექვსი ადგილობრივი საბჭოს (აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს, აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს, არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს, ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს) წევრის ორ-ორ კანდიდატურაზე, რომელთაგან ერთ ვაკანსიას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაიკავებს (6 ვაკანსია), ერთს კი − ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი (6 ვაკანსია).

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრის ერთ კანდიდატურაზე − არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან.

მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოს წევრობის უფლება აქვს: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, ფსიქოლოგიის ან სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერების განხრით მუშაობის გამოცდილება, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ პედაგოგს, რომელსაც მუშაობის გამოცდილება აქვს კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან; არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი, ერთმანეთში კონსულტაციებისა და შეთანხმების შედეგად ვაკანსიის გამოცხადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კანდიდატურა უნდა წარადგინონ საკოორდინაციო საბჭოში. კონსულტაციების შედეგად შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციას უფლება ენიჭება, კანდიდატურა დამოუკიდებლად წარადგინოს.

უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა ვაკანსიის გამოცხადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კანდიდატურა უნდა წარადგინონ საკოორდინაციო საბჭოში.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის კანდიდატურის წარმოდგენასთან დაკავშირებულ წერილობით მიმართვას თან უნდა ერთვოდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ორგანიზაციის წესდება/დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება, ხოლო საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის კანდიდატურის წარმოდგენის შემთხვევაში წერილობით მიმართვას − დაწესებულების რეგისტრაციისა და შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები.

კანდიდატურების წარმოდგენა უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში 2022 წლის 21 სექტემბრის 18:00 საათამდე.

დოკუმენტაციის წარდგენა, ასევე, შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს .

საკონტაქტო ტელეფონი: (+995) 598 24 11 22
FaceBook Twitter