ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ქალთა დაწესებულებაში, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
loading...
N5 (ქალთა) დაწესებულებაში, ქართველი და უცხოელი მსჯავრდებულების მონაწილეობით, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

დაწესებულებას ესტუმრნენ სხვადასხვა თეატრის მსახიობები. მათ, მსჯავრდებულებთან ერთად, ცნობილი პოეტების ლექსები და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

ღონისძიების დასასრულს, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების სოლიდარობის ნიშნად, ცნობილი უკრაინული სიმღერა შესრულდა. ასევე, მოეწყო ვიდეორგოლის ჩვენება, რომელიც უკრაინაში, ომამდე არსებულ მდგომარეობას ასახავს.

N5 დაწესებულებაში, აღნიშნული ღონისძიება, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობითა და იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი პროექტის ავტორის, ნელი ბადალაშვილის, ხელმძღვანელობით გაიმართა.
FaceBook Twitter