პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულები შობის დღესასწაულს ტრადიციულად წირვა-ლოცვით შეხვდნენ.
მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის ტერიტორიაზე ყველა მოქმედ ტაძარში და სამლოცველოში საზეიმო წირვა-ლოცვა კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდა.
ასევე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მსჯავრდებულები, წინა წლების მსგავსად, წელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესის ილია მეორის ინიციატივას შეუერთდნენ და 12:00 საათისთვის საკნების ფანჯრებში სანთლები დაანთეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური გილოცავთ მაცხოვრის შობის დღესასწაულს.