ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პატარებს და არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ
პენიტენციურ დაწესებულებებში წინასაახალწლო ღონისძიების ფარგლებში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, N5 (ქალთა) დაწესებულებაში არსებულ დედათა და ბავშვთა სახლს თოვლის ბაბუა ესტუმრა და იქ მყოფ პატარებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.

მსჯავრდებულმა დედებმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს საახალწლო განწყობის შექმნისათვის მადლობა გადაუხადეს.
N5 დაწესებულების დირექტორის, ნესტან ვერულაშვილის განცხადებით, პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსჯავრდებულები საზოგადოებას სრულფასოვან წარმომადგენლებად დაუბრუნდნენ.

N5 (ქალთა) დაწესებულების დედათა და ბავშვთა სახლში პატარები დედებთან ერთად 3 წლამდე იზრდებიან.

ასევე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით, კომპანია ,,სოკარმა" არასრულწლოვან ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს საახალწლო სურვილები აუსრულა. კომპანიის წარმომადგენლები N8 პენიტენციურ და N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას ესტუმრნენ და იქ მყოფ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს ის საჩუქრები გადასცეს, რომელიც მათ წინასაახალწლოდ დაწერეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს.

FaceBook Twitter