პენიტენციური სამსახური აგრძელებს ყველა პენიტენციური დაწესებულების თანამედროვე და ევროპული სტანდარტის მქონე ტექნიკით უზრუნველყოფას.
ამ მიზნით, პენიტენციურმა სამსახურმა 9 დაწესებულებაში (N2, N3, N8, N10, N12, N14, N15, N16 და N17) მოძველებული სტომატოლოგიური ბორმანქანები, თანამედროვე და ევროპული სტანდარტის შესაბამისი ტექნიკით ჩაანაცვლა.
აღსანიშნავია, რომ სტომატოლოგიური ბორმანქანები აღჭურვილია ყველა საჭირო ფუნქციით,მათ შორის, პაციენტის, ექიმისა და ექიმის ასისტენტისთვის განკუთვნილი ყველა საჭირო ინვენტარით, რაც უსაფრთხო და კომფორტული სამედიცინო ჩარევის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
ინფორმაციისთვის, 2009 წლიდან პენიტენციურ დაწესებულებებში სტომატოლოგიური ბორმანქანების შეძენა-განახლება არ განხორციელებულა. შედეგად ამორტიზებული ტექნიკა მწყობრიდან პერიოდულად გამოდიოდა, რის გამოც, მსჯავრდებულებისთვის შესაბამისი მომსახურების მიწოდება შეფერხებით ხდებოდა.