ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა N15 პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია

N15 პენიტენციურ დაწესებულებაში სარეაბილიტაციო და დასაქმების პროგრამებს უკრაინის ომბუდსმენი დეტალურად გაეცნო.


ინფორმაცია საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ მას იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა მიაწოდეს.

სტუმრებმა N15 პენიტენციური დაწესებულება და მის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს. შეხვდნენ პურის საცხობში დასაქმებულ უკრაინის მოქალაქე მსჯავრდებულებსაც.

ადამიანის უფლებათა საკითხებში უკრაინის უმაღლესი რადას რწმუნებული, ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა და მისი სამსახურის წარმომადგენლები ინდივიდუალურად გაესაუბრნენ დაწესებულებაში მყოფ უკრაინელ მსჯავრდებულებს და პირადად მათგან მოისმინეს ინფორმაცია სასჯელის მოხდის პირობების შესახებ .

უკრაინელმა სტუმრებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მიღწევები სასჯელაღსრულების სფეროში ძალიან საინტერესოა და უკრაინა აუცილებლად გაიზიარებს საქართველოს პენიტენციური სამსახურის გამოცდილებას.

 

FaceBook Twitter