ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა ნიკა ცხვარაშვილმა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

თანამშრომლობის მემორანდუმი სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ითვალისწინებს პენიტენციური დაწესებულებების სპორტული ეკიპირებით მომარაგებას და ასევე ბრალდებულების/მსჯავრდებულების მონაწილეობას სხვადასხვა ტურნირებსა და სპორტულ აქტივობებში.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მუდმივად ზრუნავს, პენიტენციურ სისტემაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და პატიმრების სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად ჩართვაზე.
FaceBook Twitter