ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის სარეცხი და საშრობი მანქანები შეიძინა
სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვას. ამ მიზნით სამსახურმა 70 ცალი სარეცხი მანქანა (ჯამში 59 220 ლარის ღირებულების) და 45 ცალი საშრობი მანქანა (ჯამში 41 580 ლარის ღირებულების) შეიძინა.

შეძენილი ნივთები პენიტენციურ დაწესებულებებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება. ამ ეტაპზე სარეცხი და საშრობები მანქანები N8, N16, N5 და N18 პენიტენცურ დაწესებულებებში განთავსდა. თუმცა ეტაპობრივად აღნიშნული ტექნიკით სხვა პენიტენციური დაწესებულებებიც იქნება უზრუნველყოფილი.

აღსანიშნავია, რომ უწყებამ ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის სარეცხი (30 ერთეული) და საშრობი (20 ერთეული) მანქანები 2019 წელსაც შეისყიდა. (ჯამში 35 440 ლარის ღირებულების).

სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ბრალდებულებზე/მსჯავრდებულებზე ზრუნვა და მათი პირობების გაუმჯობესება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ამ კუთხით უწყება მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.
FaceBook Twitter