ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
პენიტენციურმა სამსახურმა ესკორტის ოფიცრებისთვის საავტომობილო მაცივრები შეიძინა
სპეციალური პენიტენციური სამსახური მუდმივად ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად.
ამ მიზნით სამსახურმა ესკორტირების სამმართველოს იმ თანამშრომლებისთვის, რომლებსაც დღის განმავლობაში სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე სხვადასხვა ლოკაციაზე უწევთ ყოფნა, 40 ცალი საავტომობილო მაცივარი (ჯამში 11 160 ლარის ღირებულების) შეიძინა, სადაც ესკორტის ოფიცრები დღის განმავლობაში შეძლებენ მანქანაში უსაფრთხოდ შეინახონ კუთვნილი საკვები.

პენიტენციური სამსახური თანამშრომლების უკეთესი სამუშაო გარემოსა და პირობების შესაქმნელად ზრუნვას მომავალშიც გააგრძელებს.

ინფორმაციისთვის 2019 წლის იანვრიდან, თანამშრომლებისათვის პირველად დაინერგა უფასო კვების სისტემა – პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე მორიგე თანამშრომლებისთვის – ორჯერადი კვება, ხოლო ესკორტის ოფიცრებისთვის – მშრალი საკვები.

FaceBook Twitter