ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ქალ პატიმრებს საქართველოს პარლამენტის წევრებმა 8 მარტი მიულოცეს
N5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებაში ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
დაწესებულებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ცხვარაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და ამავე კომიტეტების წევრი ელისო ბოლქვაძე, ასევე მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭიპაშვილი ეწვივნენ.

სტუმრებმა ქალ პატიმრებს 8 მარტი მიულოცეს. ელისო ბოლქვაძემ ღონისძიების მონაწილეებისთვის რამდენიმე საფორტეპიანო ნომერი შეასრულა. თავის მხრივ ქალმა პატიმრებმა სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული თეატრაული ნომრები შეასრულეს, სტუმრებს დაწესებულებაში ვიზიტისა და 8 მარტის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც ხშირად გაიმართება.

FaceBook Twitter