ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
N16 პენიტენციურ დაწესებულებაში კინოჩვენება მოეწყო
N16 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის ინიციატივით, ამავე დაწესებულების პატიმრებისთვის კინოჩვენება მოეწყო. პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, დაწესებულებებში ვიზიტორთა წრე მაქსიმალურად შეზღუდულია, შესაბამისად, მსჯავრდებუთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის მიმართულებით პენიტენციურ დაწესებულებებში მსგავსი პროექტები საკუთარი რესურსების გამოყენებით ხორციელდება. სწორედ მოცემული პროექტის ფარგლებში მოეწყო კინოჩვენება N16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებისთვის.

პროექტი დაწესებულების ხელმძღვანელობის ინიცირებულია, თუმცა, მსჯავრდებულები სასურველ ფილმებს თავად არჩევენ.

პროექტი გრძელვადიანია და მსჯავრდებულებისთვის კინოჩვენებები მომავალშიც გაგრძელდება.

FaceBook Twitter