ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
N16 პენიტენციურ დაწესებულების მსჯავრდებულებმა სათბურში ჩითილების გამოყვანა დაიწყეს
N16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა მარწყვის ჩითილის გამოყვანა დაიწყეს. პროექტი ამავე დაწესებულებაში არსებული ყვავილების სათბურის ბაზაზე ხორციელდება.

მოგეხსენებათ, მსჯავრდებუთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის მიზნებიდან გამომდინარე, პენიტენციურ დაწესებულებებში არაერთი პროექტი ხორციელდებოდა, თუმცა პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ზომებისთვის დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, დაწესებულებებში ვიზიტორთა წრე მაქსიმალურად შეზღუდულია. ამდენად, პანდემიის პერიოდში რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის პროექტების განხორციელება რომ არ შეფერხებულიყო, პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციების ინიციატივით, გამოსავალი მოიძებნა და მსგავსი პროექტების რეალიზება საკუთარი რესურსების გამოყენებით გაგრძელდა.

ამ ეტაპზე საბოსტნე მეურნეობის შექმნის პროექტში N16 პენიტენციური დაწესებულების სამი პატიმარია ჩართული, თუმცა, მოგვიანებით დასაქმებულ მსჯავრდებულთა რაოდენობა 10-მდე გაიზრდება.

ჩითილის გამოსაყვანად სათბურში ნიადაგის განახლება პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ ამჯერად საკუთარი რესურსით შეძლო. მარწყვის გარდა N16 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული სათბურის ბაზაზე პომიდორი ჩერისა და კიტრის მოყვანაც იგეგმება.

პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობის ინიციატივით N16 პენიტენციურ დაწესებულებაში სხვა პროექტების განხორციელებაც იგეგმება, რაც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციისთვის წინგადადგმული ნაბიჯია.
FaceBook Twitter