ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
N16 პენიტენციურ დაწესებულებაში ამავე დაწესებულების მსჯავრდებულმა ლექცია წაიკითხა
N16 პენიტენციურ დაწესებულებაში ამავე დაწესებულების მსჯავრდებულმა, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულებისთვის ლექცია წაიკითხა თემაზე დემოკრატია და საზოგადოებრივი პრინციპები. ლექციას 30 მსჯავრდებული ესწრებოდა. პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და ლექციები სისტემატურ ხასიათს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში დადგენილი შეზღუდვების ფონზე პენიტენციურ დაწესებულებებში შემსვლელ პირთა წრე მინიმუმამდე არის დაყვანილი, რის გამოც გარკვეული პროგრამები შეჩერებულია. ამიტომ პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციები საკუთარი ინიციატივით, არსებული რესურსის ფარგლებში ახორციელებენ გარკვეულ ღონისძიებებს, რომლებიც მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება.

FaceBook Twitter