ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ N11 (არასრულწლოვანთა) პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს, ასევე N2 და N8 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვან ბრალდებულ/მსჯავრდებულებს და N5 (ქალთა) დაწესებულების ბრალდებულ/მსჯავრდებულებს საახალწლო ნობათი გაუგზავნა.
საქართველოს საპატრიარქო მუდმივად ზრუნავს პატიმრებზე, განსაკუთრებით ქალ და არასრულწლოვან ბრალდებულ/მსჯავრდებულებზე და წლების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, ყოველ დღესასწაულს ულოცავს. დღესაც ტრადიციულად თითოეულმა ქალმა და არასრულწლოვანმა ბრალდებულ/მსჯავრდებულმა მიიღო საპატრიარქოსგან საახალწლო ნობათი.