ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ვირუსისგან დაცვის ინდივიდუალური საშუალებები გადასცა
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს კოვიდ-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის ფარგლებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მრჩეველმა პენიტენციურ საკითხებში ონისიმე ცხომელიძემ საჩუქრად 9 900 ხელთათმანი, 5 960 ქუდი, 6 170 ხალათი და 10 000 პირბადე გადასცა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ცხვარაშვილმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს პანდემიის პერიოდში გაწეული დახმარებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ საჭიროებისამებრ კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით სამსახურს სათანადო დახმარება მომავალშიც გაუწიოს.

აღსანიშნავია, რომ ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან. კერძოდ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა კოვიდ 19-ის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დროს მიმდინარე წლის 22 აპრილს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში პენიტენციურ სისტემაში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის უზრუნველყო 20-წუთიანი უფასო სატელეფონო სასაუბრო დროის დაფინანსება. ასევე ორგანიზაციამ მიმდინარე წლის 25 ივნისს სამსახურს საჩუქრად დისტანციური თერმომეტრები და ქირურგიული ხალათებიც გადასცა.
FaceBook Twitter