ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
არასრულწლოვან მსჯავრდებულებს გაეროს ბავშვთა ფონდისგან საჩუქრები გადაეცათ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან  ღასან ხალილთან ერთად  N11 (არასრულწლოვანთა) პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა. ღასან ხალილმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შეძენილი  საჩუქრები გადასცა.

მსჯავრდებულებმა ორგანიზაციისგან საჩუქრად სპორტული ინვენტარი, კომპიუტერული ტექნიკა და აქსესუარები, წიგნები, სამაგიდო თამაშები, ასევე პირადი ჰიგიენის საშუალებები მიიღეს. მოცემული  ნივთები მათი  ინტერესებისა და საჭიროებიდან  გამომდინარე  შეირჩა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გაეროს ბავშვთა ფონდს  მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ N11  პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მსგავსად  Unicef-სგან ანალოგიური საჩუქრები N2 და N8  პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ არასრულწლოვნებსაც გადაეცემათ.

FaceBook Twitter