ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება პოლიტიკური მოძრაობა „ლელო“-ს წევრი ყოფილი პატიმრის შესახებ
ერთ-ერთმა სატელევიზიო არხმა, ისე რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს წინასწარ არც კი დაუკავშირდა ინფორმაციის მიღების მიზნით, გაავრცელა ყოფილი პატიმრის, ა. ს.-ს ინტერვიუ, რომელიც დღეს პოლიტიკური მოძრაობა "ლელო"-ს წევრია.
ინტერვიუში ა. ს. N17 პენიტენციურ დაწესებულებაში თითქოსდა არსებულ კრიმინალურ სუბკულტურაზე საუბრობს. აღსანიშნავია, რომ ის მოცემულ დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა 2016 წლამდე და შესაბამისად, მისი განცხადებები ვერ გამოდგება სახალხო დამცველის იმ ანგარიშში მოყვანილი ფაქტების დამადასტურებლად, რომელიც 2019 წლის ზაფხულში ოთხ პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგია.


აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წლიდან 2019 წელს გათავისუფლებამდე, სწორედ საპატიმროდან, ა. ს.-მა უმაღლესი განათლების მისაღებად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, ა. ს.-მა პატიმრობისას შეისწავლა ესპანური და თურქული ენები, დაამთავრა კულინარიის, ბიზნესის მართვისა და მინანქრის კურსები, აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა სასწავლო და სარეაბილიტაციო პროგრამებში. ამ ყოველივეს ფონზე, ღიმილისმომგვრელია საუბარი იმაზე, რომ პენიტენციური სამსახური ვერ მართავს პენიტენციურ დაწესებულებებს და მათში გამეფებულია კრიმინალურ ავტორიტეტთა მმართველობა.


თუმცა, გასაგებია, რომ ამჟამად ა.ს. ხელისუფლების აქტიური მოწინააღმდეგის პოზიციიდან პოლიტიკურად ანგაჟირებულ განცხადებებს აკეთებს.


ინფორმაციისთვის, ა. ს. სასჯელს იხდიდა ავტოსაგზაო შემთხვევის მოხდენისთვის.


FaceBook Twitter