ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სასამართლო სხდომები ესკორტის ოფიცრების, ან ესკორტირების მანქანების დეფიციტის მიზეზით აღარ იშლება
იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმ გამოწვევებსა და პროგრესზეც ისაუბრა, რომელიც სასამართლო სხდომებზე პატიმრების გადაყვანის პროცესში იქმნებოდა. კომიტეტის სხდომა სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვას ეძღვნებოდა.
„შარშან იანვარში 261 სასამართლოს სხდომა ჩაიშალა ჩვენი ბრალით, 2018 წელს 2 ათასამდე სასამართლო სხდომა იყო ჩაშლილი ჩვენი ბრალით, რატომ? იმიტომ, რომ არ იყო მანქანები, არ იყო ხელფასი, არ იყო ხალხი, არ იყო ფორმა და იყვნენ ბადრაგები, რომლებსაც, უბრალოდ, სპორტული ფორმით მისვლა სასამართლო დარბაზში არ უხაროდათ. ეს ყველაფერი ჩვენ 1 წელიწადში გავაუმჯობესეთ, რის შედეგადაც შარშან ნოემბერში ჩაიშალა მხოლოდ 19 სხდომა ჩვენი ბრალით.
ჰკითხეთ მოსამართლეებს, ჰკითხეთ ადვოკატებს”, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

FaceBook Twitter