ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ციხეში პატიმრების კვება გაუმჯობესდა
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ციხეში პატიმრების კვება გაუმჯობესდა, თუმცა სახალხო დამცველის ანგარიშში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი.

„პატიმრების კვება გაუმჯობესდა და რეალურად შარშან იყო პირველი წელი, როცა აიკრძალა გაყინული ხორცი. ჩვენ პირველად დავასაქმეთ შარშან ნუტრიციონისტი, რომელიც დაგვეხმარა მე და ბ-ნ სეერგეენკოს, ახალი ბრძანების შემუშავებაში და გაიწერა სრულიად ახალი სეზონური მენიუები, რის საფუძველზეც გამოცხადდა ტენდერი და კვების ხარისხი გაუმჯობესდა. გაიზრდა თანხა კვებისათვის, რაც იხარჯება ყოველდღიურად თითო პატიმარზე“, - აცხადებს თეა წულუკიანი.
FaceBook Twitter