ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სპეციალური პენიტენციური სამსახური ესკორტის ოფიცრის 10 ვაკანსიაზე ღია კონკურსს აცხადებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს ღია კონკურსის გზით თანამშრომლების მიღებას. ამჯერად კონკურსი პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოში არსებულ ესკორტის ოფიცრის (მძღოლი Dკატეგორია) 10 ვაკანსიაზე გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოში არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე ღია კონკურსის გზით გასული წლის დეკემბრის შემდეგ 107 ესკორტის ოფიცერი დაინიშნა (52 ოფიცერი მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, ორ ეტაპად, 52 ოფიცერი - 13 მაისს, 3 ოფიცერი-18 ივნისს). გარდა ამისა, ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოში 24 მაისს 27 ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსის ფარგლებში 14 ივნისს დასრულდა საბუთების მიღება და ამჟამად კანდიდატების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.


ამასთან, მიმდინარე წლის 3 მაისს ღია კონკურსი გამოცხადდა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს შტაბის (სამმართველო) ტრანსპორტის განყოფილებაში არსებულ ვაკანსიებზე, თუმცა ვინაიდან კონკურსის გზით ვერ მოხდა ვაკანსიების სრულად შევსება, ამ ეტაპზე კონკურსი დარჩენილ 10 ვაკანსიაზე გამოცხადდა.

www.hr.gov.ge
FaceBook Twitter