ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე ესკორტის 52 ოფიცერი ღია კონკურსის გზით დაინიშნა

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში გრძელდება ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოში, ასევე მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტში თანამშრომლების ღია კონკურსის გზით მიღება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 12 მარტს 134 ვაკანსიაზე (ესკორტის ოფიცერი -111, სოციალური მუშაკი - 13, ფსიქოლოგი -9, რესოციალიზაცია - რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - 1 ვაკანსია) ღია კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის გავლით 13 მაისს ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოში ესკორტის 52 ოფიცერი (ესკორტის ოფიცერი-46; ტრანსპორტის განყოფილების ესკორტის ოფიცერი-6) დაინიშნა.

ამასთან, როგორც მიმდინარე კონკურსის შედეგებმა ცხადყო, კვლავ მწვავეა ესკორტის ოფიცერი - მძღოლის (D კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე) დეფიციტი. შესაბამისად, მიმდინარე წლის 3 მაისს გამოცხადდა კონკურსი ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს შტაბის (სამმართველო) ტრანსპორტის განყოფილების ესკორტის ოფიცერის 15 ვაკანტურ პოზიციაზე.
FaceBook Twitter