ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ახალი ამბები
ქალი მსჯავრდებულები ფიტნეს ინსტრუქტორის პროფესიას შეისწავლიან

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, N5 (ქალთა) დაწესებულებაში დღეიდან პროფესიული მომზადების პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში ქალი მსჯავრდებულები ფიტნეს ინსტრუქტორის პროფესიას დაეუფლებიან.

06.06.2021
არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობა N11 (არასრულწლოვათა) სარეაბილიტაციო დაწესებულებას ესტუმრა.
01.06.2021
პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების ვაქცინაცია დაიწყო
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი დაიწყო.
18.05.2021
ესპანური მხარე ქართულ პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებს გაეცნო

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და მისი მოადგილე გიორგი გიორგაძე ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს დობლას ხიმენსს და ესპანეთის პოლიციის ატაშეს საქართველოში ალკოლეა რუისს შეხვდნენ.

13.05.2021
სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთნენ
სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები ,,ევროპის იმუნიზაციის კვირეულის“ ფარგლებში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთნენ. სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფის წარმოადგენენ, ვაქცინაცია აკად. ნ.ყიფშიძის საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაუტარდათ.
28.04.2021
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს.
28.04.2021
N8 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადაეცა
N8 პენიტენციურ დაწესებულების ბიბლიოთეკას დაწესებულების ფსიქოლოგების ინიციატივითა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მხარდაჭერით საჩუქრად წიგნები გადაეცა.
19.04.2021
პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშესახლებულ დ. კ-ს გეგმიური PCR ტესტირებით კოვიდ 19 დაუდასტურდა
ბრალდებული დ.კ (დაბადებული 1968წ) პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლდა 2021 წლის 14 აპრილს, სსკ 126-1. (ოჯახში ძალადობა) მუხლის საფუძველზე.
16.04.2021
იუსტიციის სამინისტროში პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის მიმდინარეობაზე იმსჯელეს

 

30 მარტს იუსტიციის სამინისტროში ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის, „პენიტენციური სისტემის გაძლიერება დანაშაულის განმეორების პრევენციის მიზნით“   მმართველი კომიტეტის მე-2 შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი უძღვებოდა. მან ხაზი გაუსვა ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირის მხარდაჭერასა და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის გუნდთან ნაყოფიერი თანამშრომლობისა და იმ თანმდევი ხელშესახები შედეგების დიდ მნიშვნელობას, რომლებიც სწორედ მათი დახმარებით იქნა მიღწეული. ასევე, იმედი გამოთქვა, რომ ამგვარი თანამშრომლობა გაგრძელდება პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების მომდევნო წლების რეფორმის ფარგლებშიც.


საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა პიტერ დენისმა ყურადღება გაამახვილა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების შეუქცევად პროცესზე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სისტემების განვითარებაზე. მან ასევე დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა მიმდინარე რეფორმის ფარგლებში.


ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის გუნდის ხელმძღვანელმა, რანდელ ბაროუზმა წარადგინა პროექტის გასული 6 თვის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში და დამსწრე აუდიტორიას გააცნო მომავალი 6 თვის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებები, როელიც სრულ თანხვედრაშია პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიასა და მიმდინარე რეფორმასთან.


პროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს, როგორიცაა იმ პენიტენციური დაწესებულებების მართვის გაუმჯობესება, სადაც მაღალი და საშუალო რისკის პატიმრები არიან მოთავსებული, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულების გაუმჯობესება და საკნის გარე აქტივობების დანერგვა, წახალისებისა და დამსახურებული პრივილეგიების მექანიზმის განვითარება და ა.შ.


პროექტის ძირითადი ბენეფიციარები არიან სპეციალური პენიტენციური სამსახური, დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სააგენტო, იუსტიციის სასწავლო ცენტრი (TCJ), სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი და სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო (DGA).


აღსანიშნავია, რომ Covid-19-მა გავლენა იქონია წინამორბედ პროექტზე მისი განხორციელების ბოლო თვეებში და აქტივობების მნიშვნელოვანი ნაწილი დისტანციურად განხორციელდა.


ხაზგასასმელია, რომ 2021 წლის 16 მარტს გამართულ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 შეხვედრაზე, ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს კანონის უზენაესობისა და პენიტენციურ სფეროებში რეფორმების განხორციელების კუთხით.

 

 

 

 

30.03.2021
Covid-19 დაუდასტურდა ორ ბრალდებულს, რომელსაც ინფიცირებულ ექთანთან ჰქონდა კონტაქტი
მიმდინარე წლის 25 მარტს N5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებაში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმების საფუძველზე ორ ბრალდებულს დაუდასტურდა covid-19.
26.03.2021