ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ახალი ამბები
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი N5 ქალთა დაწესებულებას ეწვია და მსჯავრდებულების საცხოვრებელ და სასწავლო პირობებს გაეცნო
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელთან ნინო წილოსანთან და საბჭოს წევრებთან ერთად N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია.
07.02.2022
პენიტენციური სამსახური: ტელეკომპანია ,,ფორმულას“ მხრიდან პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია გრძელდება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ, ტელეკომპანია ,,ფორმულას" მხრიდან, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება ხორციელდება, რამაც უკვე მიზანმიმართული კამპანიის სახე მიიღო.
05.02.2022
N5 დაწესებულებაში მსჯავრდებულების მონაწილეობით სპექტაკლი ჩატარდა
N5(ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების, მათ შორის, უცხოელი პატიმრების მონაწილეობით სპექტაკლი სახელწოდებით ,,თეატრი აქაც არის" ჩატარდა.
20.01.2022
პენიტენციური დაწესებულებების ყველა მოქმედ ტაძარში საშობაო ლიტურგია ჩატარდა
პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულები შობის დღესასწაულს ტრადიციულად წირვა-ლოცვით შეხვდნენ.
07.01.2022
პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პატარებს და არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ
პენიტენციურ დაწესებულებებში წინასაახალწლო ღონისძიების ფარგლებში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, N5 (ქალთა) დაწესებულებაში არსებულ დედათა და ბავშვთა სახლს თოვლის ბაბუა ესტუმრა და იქ მყოფ პატარებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.
31.12.2021
სპეციალური პენიტენციური სამსახური: „მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი №12 პენიტენციურ დაწესებულებაშია“

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 30 დეკემბერს მსჯავრდებული/ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით სსიპ "გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდან" გადაყვანილია №12 პენიტენციურ დაწესებულებაში.

30.12.2021
სპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დროებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის დასრულების შემდგომ, სამედიცინო პერსონალმა მიიღო გადაწყვეტილება გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გაწერის შესახებ.
28.12.2021
სპეციალური პენიტენციური სამსახური 1-დან-10 იანვრამდე გამოცხადებულ უქმეებზე სამუშაო პროცესს ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური, 1-დან-10 იანვრამდე გამოცხადებული უქმეების მიუხედავად, სამუშაო პროცესს ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. ამ პერიოდის განმავლობაში შეუფერხებლად იმუშავებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყველა საზოგადოებრივი მისაღები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა საჭირო სერვისის გაცემას.
28.12.2021
იუსტიციის მინისტრმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან ნიკა ცხვარაშვილთან და მის მოადგილესთან გიორგი გიორგაძესთან ერთად N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას ესტუმრა.
24.12.2021
სპეციალური პენიტენციური სამსახური: გიორგი მარგველაშვილს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემა
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა. შესაბამისად მას შესაძლებლობა მიეცემა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს.

ინფორმაციისთვის: გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მიზნით შესაბამისი განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მოთხოვნა დააკმაყოფილა, რადგან მედპერსონალის რეკომენდაციის საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას იძლევა და სამსახურს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გააჩნია.

აქვე დამატებით განვმარტავთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური მაქსიმალურად ცდილობს თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუწყოს ხელი კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებების სრულყოფილად რეალიზებაში.
23.12.2021