ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფმა (Pompidou Group) საქართველოს პენიტენციური სისტემის მიერ კოვიდ19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
„პომპიდუ ჯგუფის“ სპეციალურ პლატფორმაზე - https://www.savelivesprotectpeople.net/ სხვადასხვა ქვეყნების მიერ კოვიდ19-ის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების წარმატებული პრაქტიკების შესახებ არის ინფორმაცია განთავსებული. მათ შორის არის ინფორმაცია საქართველოს პენიტენციური სისტემის შესახებ. „პომპიდუ ჯგუფმა“ დადებითად შეაფასა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებები, განსაკუთრებით პენიტენციური სისტემის თანამშრომლების ყაზარმულ რეჟიმზე გადასვლა, რის შედეგადაც საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში დღეის მდგომარეობით ვირუსის არც ერთი არც საეჭვო და არც დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა, არც პატიმრებში და არც თანამშრომლებში.
საქართველო ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფის (Pompidou Group) წევრი მიმდინარე წლის მაისში გახდა. პლატფორმა აერთიანებს ისეთ სახელმწიფოებს, როგორიცაა: საფრანგეთი, ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, ფინეთი, პორტუგალია და სხვა ევროპული ქვეყნები.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ მასალა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://www.savelivesprotectpeople.net/english/learn-from-others/georgian-special-penitentiary-service.html?fbclid=IwAR2lLnMKASKYjcYUtHRvvsJxIqhbgVTq90O8TOorUQiLVYteumKLPguwWec
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ 18 ივნისს ჩეხეთის რესპუბლიკიდან მსჯავრდებულ გ.ლ.-ს ექტრადიცია განხორციელდა.
ინფორმაციისთვის, გ.ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ 2016 წლის 10 იანვარს გუდაურის სათხილამურო ტრასაზე 12 წლის სალომე ტატიშვილის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისათვის (სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილი). მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
გ. ლ.-ს მიმართ 2019 წლის 6 მაისიდან გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2020 წლის 18 მარტს ძებნილი გ. ლ. დააკავეს ჩეხეთის რეპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა. 2020 წლის 27 მარტს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გ. ლ.-ს ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართა ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს. ქართული მხარის შუამდგომლობა ჩეხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ სრულად დაკმაყოფილდა და 2020 წლის 11 მაისს გ. ლ.-ს შეეფარდა წინასაექსტრადიციო პატიმრობა.
საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, ქართულ მხარეს მიეცა 3-თვიანი ვადა საქართველოს სამართალდამცავების მიერ ძებნილი გ. ლ.-ს საქართველოში ექსტრადიციისათვის.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობითა და საქართველოს, ჩეხეთის რესპუბლიკისა და ავსტრიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეფექტიანი და კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად 2020 წლის 18 ივნისს ჩეხეთის რესპუბლიკიდან ავსტრიის რესპუბლიკაში სატრანზიტო გავლით საქართველოში ექსტრადირებულ იქნა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი გ.ლ.
2020 წლის 18 ივნისს გ. ლ.-ს ეტაპირება საქართველოში განახორციელეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა.
მსჯავრდებული მოთავსებულია სპეციალურ საკარენტინო სივრცეში, სადაც იგი 21-დღიან საკარანტინო პერიოდს გაატარებს, ვინაიდან ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით უცხოეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე პატიმრები მიმდინარე წლის 13 მარტიდან მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებებში ვერ ხვდებიან. მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული მხოლოდ საკარანტინო პერიოდის გავლის და ვირუსზე ტესტირების შემდეგ იქნება გადაყვანილი, თუმცა დაწესებულებაშიც სპეციალურ სამედიცინო-საკარანტინო სივრცეში მოთავსდება, სადაც ასევე 21 დღეს გაატარებს და მხოლოდ მას შემდეგ შეერევა პენიტენციური დაწესებულების დანარჩენ კონტიგენტს, რაც მასთან დაკავშირებით ვირუსთან მიმართებაში ყოველგვარი ეჭვი იქნება გამორიცხული.
ევროპის საბჭომ აღდგენით მართლმსაჯულებასა და სასამართლო საქმისწარმოებაში ბავშვების მონაწილეობასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირთა, მათ შორის საქართველოს ვიცეპრემიერის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის სიტყვა გამოაქვეყნა. იუსტიციის მინისტრი ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს საქართველოს გამოცდილებას უზიარებს კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის აღდგენითი მართლმსაჯულების ინსტრუმენტების გამოყენების კუთხით. თეა წულუკიანი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ 2012 წლის შემდეგ ქვეყნისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში თავის დაღწევას ნულოვანი ტოლერანტობისგან, რაც გამოიხატებოდა არასაპატიმრო სასჯელების ნაცვლად პატიმრობის მასობრივი გამოყენებით.
„2015 წელს მიღებულმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსმა შემოიღო სრულიად ახალი მიდგომა კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთათვის, რომლის თანახმადაც, არასაპატიმრო ზომები იქცა ნორმად, ხოლო სისხლისსამართლებრივი სასჯელი – გამონაკლისად“, – აცხადებს იუსტიციის მინისტრი.
მან ყურადღება გაამახვილა ასევე არასრულწლოვანთათვის მცირე, ე.წ. ოჯახური ტიპის ციხეების შექმნის პროექტზე, სადაც კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისათვის ინდივიდუალური მიდგომები იმუშავებს და გაძლიერდება პრობაციისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის კომპინენტები.