დისტანციური სასამართლო პროცესების გამართვის ტექნიკურად უზრუნველყოფისთვის სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს აშშ-ის საელჩოსა და სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროსგან (INL) 30 პორტატული კომპიუტერი გადაეცა საჩუქრად. ტექნიკა INL-ის დირექტორმა, რებეკა ჰანტმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს გადასცა. გიორგი პატარიძემ INL-ს პენიტენციური სისტემის სისტემატური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, პენიტენციურ სისტემაში მოქმედი განსაკუთრებული პირობების ფარგლებში, მიმდინარე წლის 24 მარტიდან შეიზღუდა სასამართლო პროცესებზე პატიმრების გაყვანა და სასამართლო პროცესები დისტანციურად ტარდება. ამისთვის უმოკლეს ვადაში მოხდა პენიტენციური დაწესებულებების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა.
INL-ის მიერ პენიტენციური სამსახურისთვის გაწეული მნიშვნელოვანი და დროული დახმარების შედეგად, პენიტენციურ დაწესებულებებში ყოველდღიურად უფრო მეტი დისტანციური სასამართლო პროცესი გაიმართება, რაც სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
2020 წლის 26 სექტემბერს გეგმიური PCR ტესტირების შედეგად covid-19 დაუდასტურდა N16 პენიტენციური დაწესებულების საამანათო სივრცის თანამშრომელს. მისი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მოცემულ პირს დაწესებულების შიდა პერიმეტრთან, ანუ პატიმრებთან და დაწესებულების ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია, ვინაიდან იგი მხოლოდ დაწესებულების გარე პერიმეტრზე მუშაობს. მას შეხება ჰქონდა მხოლოდ მსჯავრდებულების ოჯახის წევრებთან და დაწესებულებაში შემსვლელ სხვა პირებთან. აღსანიშნავია, რომ დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე რამდენიმე თანამშრომელმა, ვისთანაც მოცემულ პირს უშუალო კონტაქტი ჰქონდა, 25 სექტემბერს ასევე გაიარა გეგმიური PCR ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი გადავიდნენ იზოლაციაში 12 დღით. მხოლოდ ჯანდაცვის პროტოკოლით გათვალისწინებული იზოლაციის ვადის გასვლის და PCR ტესტირების გავლის შემდეგ დაუბრუნდებიან ისინი საკუთარ სამუშაო ადგილს.
ამასთან, იმ სივრცეში, სადაც მუშაობდა ის პირი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა და მასთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლები, უკვე ჩატარდა დეზინფექცია (გეგმიური დეზინფექცია დაწესებულებებში სისტემატურად ტარდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იყო დამატებითი ღონისძიება). იმ პირის მდგომარეობა, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა, სტაბილურია და მასთან მიმართებაში ასევე სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი ღონისძიება გატარდება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შესახებ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ადვოკატმა არ ისურვა წარმოედგინა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება.
პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივ საბჭოებსა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მუდმივმოქმედ კომისიაში გამოცხადებულ ვაკანსიებზე (ანაზღაურების გარეშე) განცხადების მიღება კვლავ გრძელდება: