ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ახალი ამბები
N8 პენიტენციური დაწესებულების ეზოში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე მარწყვი და ყვავილოვანი კომბოსტო დაირგო
N8 პენიტენციური დაწესებულების ეზოში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე 100 ძირი განსაკუთრებული ჯიშის მარწყვი (ნაყოფის მიღება წელიწადში ოთხჯერ არის შესაძლებელი) და ყვავილოვანი კომბოსტო დაირგო.
23.09.2020
სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს თანამშრომლების ღია კონკურსით მიღებას
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტში 34 პოზიციაზე არსებულ 107 ვაკანსიაზე ღია კონკურსი გამოცხადდა. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2020 წლის 6 ოქტომბერია.
მიუხედავად იმისა, რომ თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ" პენიტენციურ სამსახურზე არ ვრცელდება, მას შემდეგ, რაც პენიტენციური სისტემა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადავიდა, კარგი მმართველობის პრინციპებიდან გამომდინარე, პენიტენციურ სამსახურში დაინერგა მიდგომა, რომლის მიზანია თანამშრომლების ღია კონკურსის გზით შერჩევა.
ამ ეტაპზე კონკურსი გამოცხადებულია ექიმის 55 პოზიციაზე, ექთნის 31 პოზიციაზე, ფარმაცევტი/წამლების სამარაგოს პასუხისმგებელი პირის (აფთიაქზე პასუხისმგებელი პირი) 4 პოზიციაზე, დამხმარე პერსონალის - 14 და დიასახლისის 3 პოზიციაზე. ვაკანსიებზე განაცხადების მიღება შემდეგ ბმულებზე მიმდინარეობს:
1. სამედიცინო დეპარტამენტის ექიმი-დერმატოლოგი (1 პოზიცია) -

https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62204... ;
2. სამედიცინო დეპარტამენტის ექიმი-ფსიქიატრი (5 პოზიცია) -

https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62205...
;
3. სამედიცინო დეპარტამენტის ექიმი-ნარკოლოგი (2 პოზიცია) -

https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62203...
;
4. N2 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტის ექიმი (10 პოზიცია) –
5. N2 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტის ექთანი (2 პოზიცია) –
6. N3 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტის ექთანი (2 პოზიცია) –
7. N3 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტის წამლების სამარაგოს პასუხისმგებელი პირი (1 პოზიცია) –
8. N14 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტის ექიმი (1 პოზიცია) –
9. N14 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტის ექთანი (1 პოზიცია) –
10. N5, N6 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტის ექიმი (2 პოზიცია) –
11. N5, N6 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტის ექთანი (3 პოზიცია) –
12. N8 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტის ექიმი (12 პოზიცია) –
13. N8 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტის ექთანი (6 პოზიცია) –
14. N11 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტის ექიმი (1 პოზიცია) –
15. N11 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტის ექთანი (2 პოზიცია) –
16. N12, N16 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტის ექიმი (2 პოზიცია) - https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62166...;
17. N12, N16 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტის ექთანი (5 პოზიცია) –
18. N10, N15 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტის ექიმი (4 პოზიცია) -
19. N10, N15 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტის ექთანი (1 პოზიცია) –
20. N17 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტის ექიმი (4 პოზიცია) –
21. N17 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტის ექთანი (6 პოზიცია) –
22. N17 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტის წამლების სამარაგოს პასუხისმგებელი პირი (1 პოზიცია) - https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62160... ;
23. N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ექიმი-ნარკოლოგი (1 პოზიცია) -
24. N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის დიასახლისი (3 პოზიცია) -
25. N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის დამხმარე პერსონალი (14 პოზიცია) -
26. N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის აფთიაქის ფარმაცევტი (2 პოზიცია) -
27. N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის მიმღები განყოფილების ექიმი (2 პოზიცია) -
28. N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ფსიქიატრიული განყოფილების ექიმი (2 პოზიცია) -
29. N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ფსიქიატრიული განყოფილების ექთანი (1 პოზიცია) -
30. N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის დიაგნოსტიკა და ლაბორატორიის ექიმი-ენდოსკოპისტი (2 პოზიცია) -
31. N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის დიაგნოსტიკა და ლაბორატორიის ექიმი-რადიოლოგი (3 პოზიცია) -
32. N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის სტომატოლოგიური კაბინეტის ექიმი-სტომატოლოგი (1 პოზიცია) -
33. N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის სტომატოლოგიური კაბინეტის ექთანი (1 პოზიცია) -
34. N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ტუბერკულოზისა და ინფექციურ სნეულებათა განყოფილების ექთანი (1 პოზიცია) -

https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62202... .

23.09.2020
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება N8 (გლდანის) დაწესებულებაში პატიმრების მიერ თვითდაზიანებების მიყენებასთან დაკავშირებით
2020 წლის 22 სექტემბერს ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, თითქოს N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს შორის "სისხლიანი გარჩევა" მოხდა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე. სინამდვილეში მოცემულ დაწესებულებაში მყოფმა სამმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანებები.
22.09.2020
პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივ საბჭოებსა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მუდმივმოქმედ კომისიაში განაცხადების მიღება 2 ოქტომბრამდე გრძელდება

პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივ საბჭოებსა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მუდმივმოქმედ კომისიაში გამოცხადებულ ვაკანსიებზე (ანაზღაურების გარეშე) განცხადების მიღება კვლავ გრძელდება:

18.09.2020
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ადვოკატ ალექსანდე კობაიძის მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს N8 პენიტენციურ (გლდანის) დაწესებულებაში 30-მდე პატიმარი ამნისტიის მოთხოვნით პარლამენტთან გამართულ აქციას უერთდება და ამ მოთხოვნით შიმშილობს. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე და აქციის ორგანიზატორთა მხრიდან სავარაუდოდ, აქციაზე მეტი ადამიანის მოსაზიდად გამიზნული ქმედება.
17.09.2020
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ვირუსისგან დაცვის ინდივიდუალური საშუალებები გადასცა
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს კოვიდ-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის ფარგლებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მრჩეველმა პენიტენციურ საკითხებში ონისიმე ცხომელიძემ საჩუქრად 9 900 ხელთათმანი, 5 960 ქუდი, 6 170 ხალათი და 10 000 პირბადე გადასცა.
17.09.2020
სპეციალური პენიტენციური სამსახური: დღეის მდგომარეობით პენიტენციურ დაწესებულებებში არც პატიმრებში და არც თანამშრომლებში კოვიდ-19-ის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
2020 წლის 15 სექტემბერს ტელეკომპანია "ფორმულამ" გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ბრალდებულების სასამართლო პროცესზე მიყვანა დაგვიანდა.
15.09.2020
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გამოთქმულ ცრუ ბრალდებებთან დაკავშირებით
2020 წლის 13 სექტემბერს ტელეკომპანია ტვ პირველის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმად, რამდენიმე პატიმარს, მათ შორის გ. შემაზაშვილს არ მიეწოდება დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება. სიუჟეტში იყო ამონარიდი წერილიდან, სადაც შემაზაშვილი წერს, რომ მისი მდგომარეობა დიდი ხნის განმავლობაში ძალიან მძიმე იყო, თუმცა პენიტენციურ სამსახურში მანამ არ მიაქციეს ყურადღება, სანამ მეტალის ნივთები არ გადაყლაპა.
15.09.2020
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გამოთქმულ ცრუ ბრალდებებთან დაკავშირებით

 

2020 წლის 13 სექტემბერს ტელეკომპანია ტვ პირველის ეთერში გავიდა სიუჟეტი იმასთან დაკავშირებით, თითქოს რამდენიმე პატიმარს, მათ შორის ბ. გელხაურს, არ მიეწოდება დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება. ბ. გელხაურთან დაკავშირებით, სიუჟეტში ითქვა:  „ფრჩხილის საჭრელი ე.წ. კუსაჩკა საკანში გადაყლაპა. პროტესტის უკიდურეს ფორმას კი, ოჯახის წევრების მტკიცებით, ბექა გელხაურმა ციხეში მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ მიმართა. პატიმრის მშობლები შველას ითხოვენ და იუსტიციის მინისტრს მიმართავენ, თუ პაციენტს ოპერაცია დროულად არ ჩაუტარდება, ის შეიძლება დაიღუპოს“.


სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, ვინაიდან მსჯავრდებულს სწორედ სისტემატური თვითდაზიანებების მიყენებისა და სამედიცინო მომსახურებაზე არაერთხელ უარის თქმის გამო აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. ასევე სიცრუეა, თითქოს მსჯავრდებულმა პროტესტის უკიდურეს ფორმას პენიტენციური სისტემის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის მიზეზით მიმართა. სინამდვილეში, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოცემული მსჯავრდებულის სიცოცხლე მრავალგზის აქვს გადარჩენილი და ამჟამადაც ამის მცდელობით არის დაკავებული.


ბ. გელხაური სასჯელს იხდის 2013 წლიდან ორ სხვადასხვა საქმეზე, რომელთაგან ერთ-ერთი ეხება მისი მონაწილეობით პატიმრების ჯგუფის მიერ სხვა პატიმრის წამებას (საქართველოს სსკ-ის 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ნაწილი (წამება ჯგუფურად). 2015 წლიდან იგი პროტესტის ნიშნად პერიოდულად აცხადებს შიმშილობას, ასევე სისტემატურად ყლაპავს სხვადასხვა ნივთებს და ამ გზით აპროტესტებს მის მიმართ გამოტანილ განაჩენებს.


გადაყლაპული ნივთების გამო, მსჯავრდებულს პირველად ჯერ კიდევ 2018 წლის 28 ივლისს აქვს ჩატარებული ლაპაროტომია - კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან უცხო სხეულების ევაკუაცია. მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულმა გააგრძელა უცხო სხეულების ყლაპვა. უცხო სხეულების მუცლის ღრუდან ამოღების მიზნით, მსჯავრდებულს მრავალჯერ აქვს ჩატარებული ოპერაცია (2019 წლის 19 აპრილს, 2019 წლის 2 ნოემბერს - ლაპაროტომია, ხოლო 2019 წლის 7, 9 და 11 ნოემბერს და 2020 წლის 14 ივნისს რელაპაროტომია). მაგალითისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს 2019 წელს ჩატარებული ერთ-ერთი ოპერაციის შედეგად ამოღებული ნივთების ფოტოსურათებს. მიუხედავად ყოველი წარმატებული ოპერაციის შემდეგ არაერთი მცდელობისა, რომ მსჯავრდებულმა შეცვალოს ქცევა, იგი, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, კვლავ იწყებს ლითონის საგნების ყლაპვას, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და კვლავ დგება ახალი ოპერაციის ჩატარების საჭიროება.


ყოველი ოპერაციისთვის, რასაკვირველია, საჭიროა მსჯავრდებულის თანხმობა, რაზეც ის სისტემატურად აცხადებს უარს და მხოლოდ მას შემდეგ თანხმდება სამედიცინო მომსახურების მიღებას, რაც  მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმდება.


ბოლოს, 2020 წლის 23 აგვისტოს, მსჯავრდებულს აღენიშნა მუცლის ტკივილი და ღებინება, რის გამოც, იგი სასწრაფო წესით გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. კლინიკაში ჩაუტარდა მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოგრაფია, სისხლის ანალიზები, ენდოსკოპია, მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპია, ქირურგის, გასტროენტეროლოგის კონსულტაცია. დაესვა დიაგნოზი: კუჭის წყლული დაუზუსტებელი ლოკალიზაციის მწვავე სისხლდენით, უცხო სხეული კუჭში, უცხო სხეული საჭმლის მომნელებელი ტრაქტში, საყლაპავის ეროზიები; ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიით - საყლაპავის ქვედა მესამედში დაფიქსირდა ეროზიები, კუჭში - ჰემორაგიული შიგთავსი, მცირე სიმრუდეზე - სისხლმდენი წყლული ღრმა კრატერით, რომლის ფუძიდანაც აღინიშნებოდა სისხლდენა, კუჭში ვიზუალიზდა უცხო სხეული -  მკვნეტარა („კუსაჩკა“). მსჯავრდებულს სტაციონარში ჩაუტარდა სისხლმდენი წყლულის ირგვლივ ინფილტრაცია ადრენალინის ხსნარით და სისხლდენა შეჩერდა; ენდოსკოპიურად მცდელობის მიუხედავად, უცხო სხეულის ამოღება ვერ მოხერხდა. მსჯავრდებული მოთავსდა ქირურგიულ განყოფილებაში, ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა, სისხლდენის რეციდივი არ ჰქონია. უცხო სხეულის ამოღების მიზნით განმეორებით ენდოსკოპიის ჩატარებაზე მსჯავრდებულმა უარი განაცხადა, რის გამოც 2020 წლის 27 აგვისტოს გამოეწერა კლინიკიდან. თუმცა, 28 აგვისტოს კვლავ მუცლის ტკივილით, გულისრევის შეგრძნების და საერთო სისუსტის გამო კვლავ გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც დღემდე იმყოფება მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

 

14.09.2020
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ლაითურის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობაზე დასაქმებულ პირისთვის კოვიდ ვირუსის დადასტურებასთან დაკავშირებით

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ტელეკომპანია ტვ პირველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობაზე დასაქმებულ პირს, რომელსაც კოვიდ-19 დაუდასტურდა, კონტაქტი ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან. პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ამ ინფორმაციას და განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 12 სექტემბერს ვირუსი დაუდასტურდა იმ სამშენებლო კომპანიის თანამშრომელს, რომელიც ლაითურში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობაზეა დასაქმებული (ელექტრომონტიორი). თუმცა, ვინაიდან ეს არის მშენებარე დაწესებულება, იქ დასაქმებულ პირს არანაირი შეხება არ აქვს არც პატიმრებთან, არც იუსტიციის სამინისტროს ან პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებთან. აღსანიშნავია ისიც, რომ მშენებარე დაწესებულების გარე პერიმეტრს იცავს გარე დაცვის სამსახური, რომლის თანამშრომლები მხოლოდ პერიმეტრზე მორიგეობენ და სპეციალური დამცავი საშუალებებით არიან აღჭურვილნი (პირბადე, ხელთათმანი და ა.შ.).

13.09.2020