ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ახალი ამბები
პენიტენციურ დაწესებულებებში მორიგი მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
კოვიდ-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 20-დან 30 სექტემბრის ჩათვლით, პენიტენციურ დაწესებულებებში კიდევ ერთხელ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. სპეციალური ხსნარით დამუშავდა ყველა დაწესებულების ადმინისტრაციული შენობები, ხოლო ნახევრად ღია პენიტენციურ დაწესებულებებში ასევე პატიმრების საცხოვრებელი კორპუსებიც (მათ შორის საკნები).

შეგახსენებთ, პენიტენციურ სისტემაში მოქმედი განსაკუთრებული პირობებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 25 მარტს, პენიტენციური დაწესებულებების რეგულარული დეზინფექციის მიზნით, პენიტენციური სისტემის თანამშრომლებისა და პატიმრებისგან შეიქმნა მობილური ჯგუფები, რომლებიც გადამზადდნენ და ჩაანაცვლეს კერძო კომპანიის თანამრომლები. ჯგუფებს ხელმძღვანელობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი, რომელიც დარგის სპეციალისტია. მოცემული ზომა მიღებული იყო იმ მიზნით, რომ ეპიდსიტუაციის სიმწვავიდან გამომდინარე, მაქსიმალურად შეზღუდულიყო პენიტენციურ დაწესებულებებში გარედან შემსვლელ პირთა რიცხვი. მობილური ჯგუფები სისტემატურად ატარებენ დაწესებულებების დეზინფექციას. ამასთან, მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები პერიოდულად, ეპიდსიტუაციის შესაბამისად, კვლავ ჩატარდება.
01.10.2020
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ადვოკატ კობაიძის მორიგ არაკომპეტენტურობასთან დაკავშირებით
2020 წლის 30 სექტემბერს ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა მორიგი სიცრუე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებით.
01.10.2020
სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს თანამშრომლების ღია კონკურსით მიღებას
სპეციალური პენიტენციური სამსახური თანამშრომლების ღია კონკურსის წესით მიღებას აგრძელებს. ამჯერად ღია კონკურსი სპეციალური პენიტენციური სამსახურის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტში 27 პოზიციაზე არსებულ 65 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა. განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 2020 წლის 12 ოქტომბერი.
მიუხედავად იმისა, რომ თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ" პენიტენციურ სამსახურზე არ ვრცელდება, მას შემდეგ, რაც პენიტენციური სისტემა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადავიდა, კარგი მმართველობის პრინციპებიდან გამომდინარე, პენიტენციურ სამსახურში დაინერგა მიდგომა, რომლის მიზანიც თანამშრომლების ღია კონკურსის გზით შერჩევაა.
ამ ეტაპზე კონკურსი გამოცხადებულია სოციალური მუშაკის (შემთხვევის მმართველი) 36 პოზიციაზე, სოციალური მუშაკის (შემთხვევის ადმინისტრატორი) 12 პოზიციაზე და ფსიქოლოგის 17 პოზიციაზე.
ვაკანსიებზე განაცხადების მიღება შემდეგ ბმულებზე მიმდინარეობს:
1. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N2 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის ადმინისტრატორი) (2 პოზიცია)
2.მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N2 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (3 პოზიცია)
3. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N3 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის ადმინისტრატორი) (1 პოზიცია)
4. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N3 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (1 პოზიცია)
5.მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N5 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (3 პოზიცია)
6.მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N6 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (4 პოზიცია)
7. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N8 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის ადმინისტრატორი) (1 პოზიცია)
8.მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N8 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (7 პოზიცია)
9. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N10 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (1 პოზიცია)
10. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N12 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (4 პოზიცია)
11. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N14 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის ადმინისტრატორი) (1 პოზიცია)
12. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N14 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (3 პოზიცია)
13.მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N15 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის ადმინისტრატორი) (4 პოზიცია)
14.მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N15 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (3 პოზიცია)
15. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N16 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (3 პოზიცია)
16. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N17 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის ადმინისტრატორი) (3 პოზიცია)
17. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N17 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (3 პოზიცია)
18. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (1 პოზიცია)
19. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N2 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი (2 პოზიცია)
20. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N5 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი (2 პოზიცია)
21. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N6 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი 1 პოზიცია
22. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N8 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი (5 პოზიცია)
23. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N12 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი (1 პოზიცია)
24. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N14 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი (1 პოზიცია)
25. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N15 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი (2 პოზიცია)
26. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N16 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი (1 პოზიცია)
27. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N17 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი (2 პოზიცია)

30.09.2020
თეა წულუკიანი: ქართულ ციხეში არა მხოლოდ პატიმრის უფლებებია უფრო მაღალი ხარისხით დაცული, ვიდრე იყო ოდესმე, არამედ თანამშრომლის ღირსებაც არის დაცული და პატივცემული
ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სამინისტროს რვაწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა და პენიტენციურ სისტემაში არსებულ მიღწევებზეც ისაუბრა.
29.09.2020
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს აშშ-ის საელჩოსა და სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროსგან (INL) საჩუქრად კომპიუტერები გადაეცა

დისტანციური სასამართლო პროცესების გამართვის ტექნიკურად უზრუნველყოფისთვის სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს აშშ-ის საელჩოსა და სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროსგან (INL) 30 პორტატული კომპიუტერი გადაეცა საჩუქრად. ტექნიკა INL-ის დირექტორმა, რებეკა ჰანტმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს გადასცა. გიორგი პატარიძემ INL-ს პენიტენციური სისტემის სისტემატური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, პენიტენციურ სისტემაში მოქმედი განსაკუთრებული პირობების ფარგლებში, მიმდინარე წლის 24 მარტიდან შეიზღუდა სასამართლო პროცესებზე პატიმრების გაყვანა და სასამართლო პროცესები დისტანციურად ტარდება. ამისთვის უმოკლეს ვადაში მოხდა პენიტენციური დაწესებულებების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა.


INL-ის მიერ პენიტენციური სამსახურისთვის გაწეული მნიშვნელოვანი და დროული დახმარების შედეგად, პენიტენციურ დაწესებულებებში ყოველდღიურად უფრო მეტი დისტანციური სასამართლო პროცესი გაიმართება, რაც სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

28.09.2020
სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას მიმართავს და აცხადებს, რომ ადვოკატი კობაიძე პოლიტიკური ხასიათის წინასაარჩევნო ინსცენირებებშია ჩართული
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას მიმართა საჩივრით, რომლითაც ის ითხოვს ეთიკის კომისიამ შეაფასოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ქმედებებთან დაკავშირებით.
28.09.2020
სპეციალური პენიტენციური სამსახური: COVID-19 დაუდასტურდა N16 პენიტენციური დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე თანამშრომელს, რომელსაც პატიმრებთან და ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია

2020 წლის 26 სექტემბერს გეგმიური PCR ტესტირების შედეგად covid-19 დაუდასტურდა N16 პენიტენციური დაწესებულების საამანათო სივრცის თანამშრომელს. მისი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მოცემულ პირს დაწესებულების შიდა პერიმეტრთან, ანუ პატიმრებთან და დაწესებულების ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია, ვინაიდან იგი მხოლოდ დაწესებულების გარე პერიმეტრზე მუშაობს. მას შეხება ჰქონდა მხოლოდ მსჯავრდებულების ოჯახის წევრებთან და დაწესებულებაში შემსვლელ სხვა პირებთან. აღსანიშნავია, რომ დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე რამდენიმე თანამშრომელმა, ვისთანაც მოცემულ პირს უშუალო კონტაქტი ჰქონდა, 25 სექტემბერს ასევე გაიარა გეგმიური PCR ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი გადავიდნენ იზოლაციაში 12 დღით. მხოლოდ ჯანდაცვის პროტოკოლით გათვალისწინებული იზოლაციის ვადის გასვლის და PCR ტესტირების გავლის შემდეგ დაუბრუნდებიან ისინი საკუთარ სამუშაო ადგილს.


ამასთან, იმ სივრცეში, სადაც მუშაობდა ის პირი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა და მასთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლები, უკვე ჩატარდა დეზინფექცია (გეგმიური დეზინფექცია დაწესებულებებში სისტემატურად ტარდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იყო დამატებითი ღონისძიება). იმ პირის მდგომარეობა, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა, სტაბილურია და მასთან მიმართებაში ასევე სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი ღონისძიება გატარდება.

26.09.2020
გლდანის საპატიმროს დირექტორმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მისი დაკითხვის მოთხოვნით მიმართა
N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა, ნოდარ ქინქლაძემ და მისმა მოადგილემ, როინ დეკანოიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მათი დაკითხვის მოთხოვნით მიმართეს.
25.09.2020
სპეციალური პენიტენციური სამსახური: ადვოკატმა კობაიძემ უარი განაცხადა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულების მოწოდებაზე

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შესახებ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ადვოკატმა არ ისურვა წარმოედგინა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება.

25.09.2020
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორზე გავრცელებულ ცილისწამებასთან დაკავშირებით
ბოლო დღეებში მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი მიიღო N8 პენიტენციური დაწესებულების მისამართით უსაფუძვლო და სრულიად აბსურდულმა ბრალდებებმა. არაერთი ცილისმწამებლური განცხადება გაკეთდა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მისამართით.
25.09.2020