ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ახალი ამბები
ხანმოკლე პაემნებზე შეზღუდვა 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს, თუმცა ბრალდებულ/მსჯავრდებულებს ამანათების მიღება შეეძლებათ
კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით ბრალდებულ/მსჯავრდებულებს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ხანმოკლე პაემნების უფლება პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედი განსაკუთრებული პირობების ფარგლებში 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით შეუჩერდათ.
31.12.2020
გიორგი პატარიძემ და მიხეილ სარჯველაძემ უვადო მსჯავრდებულებს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები გააცნეს
N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ უვადო მსჯავრდებულებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი გააცნეს.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის სასჯელის შეცვლის პროცედურების მნიშვნელოვან რეფორმას. კერძოდ, მათთვის შეიქმნება თავისუფლებისათვის მომზადების სპეციალური პროგრამა, რაც კანონით დადგენილ ვადაში, მოსამართლეს ინფორმირებული და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მისცემს. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირებისთვის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პერსპექტივების შექმნას, და ასევე ეს წარმოადგენს ევროპულ სტანდარტს უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირების უფლებების დაცვის კუთხით.

ინფორმაციისთვის, ცვლილებების პროექტი პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონის პროექტთან ერთად არის წარდგენილი და პირველი მოსმენით იხილება.
30.12.2020
ვერც თეა წულუკიანი და ვერც მისი მოადგილეები ვერ იქნებიან პასუხისმგებლები პენიტენციურ სისტემაში 2018 წლის ივლისამდე პერიოდში გამოვლენილ დანაკლისებზე

 

2020 წლის 29 დეკემბერს ტელეკომპანია ტვ პირველის ეთერში გავიდა სიუჟეტი სახელმწიფო აუდიტის დასკვნაზე, რომელიც იუსტიციის სისტემის შემოწმების შედეგად გამოქვეყნდა.
29.12.2020
ბრალდებულ ი.მ.-ს უფლებები არ დარღვეულა, ვინაიდან პატიმრის პირადი ხასიათის კორესპონდენციის ადრესატისთვის გაგზავნას პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს

 

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ ი.მ.-ს ადვოკატის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს N8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ ბრალდებულის უფლებები დაარღვია და აცხადებს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური და ყველა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია მოქმედებს კანონის შესაბამისად, არ არღვევს არც ერთი ბრალდებულ/მსჯავრდებულის უფლებებს და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. კერძოდ, ბრალდებულის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა შემდეგი განცხადება:

N8 დაწესებულების ნაწილის ადმინისტრაციამ ივერი მელაშვილს არ მისცა უფლება ჩემთვის, ადვოკატისთვის გადმოეცა საქმესთან დაკავშირებით მის მიერ მომზადებული წერილობითი ანალიზი, რითაც უხეშად დაარღვია დაცვის უფლება.“
ამასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ პატიმრობის კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება. N8 პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-40 მუხლის თანახმად, პირადი ხასიათის არის ნებისმიერი სახის კორესპონდენცია მათ შორის საჩივარი, გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გასაგზავნი იმ კორესპონდენციისა, რომლის ადრესატი არის კანონით დადგენილ პირთა წრე (საქართველოს პრეზიდენტი; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან/და საქართველოს პარლამენტის წევრი; საქართველოს პრემიერ-მინისტრი; სასამართლო და მათ შორის ადვოკატიც) მოცემული ჩამონათვალი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელთაც მსჯავრდებულის კორესპონდენცია ეგზავნება პენიტენციური დაწესებულების ხარჯით.

კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს უსაფრთხოების შესაბამის ღონისძიებებს რათა, თავიდან იქნეს აცილებული ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის მიმოწერა. შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია დაუბრკოლებლად შეხვდეს ადვოკატს, მაგრამ ეს არ გულისხმობს რომ ადვოკატმა გამოიტანოს სხვა პირებთან გასაგზავნი კორსპოდენცია დაუბრკოლებლად, ამასთან, ადვოკატთა შესახებ კანონის თანახმადაც, პირადი ხასიათის კორესპონდენციის ადრესატამდე მიტანა სცილდება საადვოკატო საქმიანობის ფარგლებს. ამდენად, იმაზე საუბარი, თითქოს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ ბრალდებულის უფლებები დაარღვია, საფუძველს მოკლებულია. ი.მ.-ს აქვს შესაძლებლობა მისთვის სასურველ ადრესატს გაუგზავნოს წერილი, რომლის ადრესატისთვის გაგზავნას საფოსტო გზავნილის სახით უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება.

 

28.12.2020
პენიტენციურ დაწესებულებებში covid-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებამ კამპანიური ხასიათი მიიღო
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს იმასთან დაკავშირებით, თითქოს პენიტენციურ დაწესებულებებში covid-19 არის გავრცელებული და პენიტენციური სამსახური ამას მალავს.
26.12.2020
გოჩა ლორთქიფანიძე: დღეისათვის პენიტენციურ დაწესებულებებში covid-19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ნიშნული შევინარჩუნოთ
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ საზოგადოებას სამინისტროს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. წლიური საქმიანობის შეჯამებისას მინისტრმა პენიტენციურ სისტემაზეც ისაუბრა.
26.12.2020
ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულების/მსჯავდებულებისთვის, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს.
25.12.2020
გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვაქცინაცია დაიწყო
პენიტენციურ დაწესებულებებში გრიპის ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. გრიპის პროფილაქტიკის მიზნით იგეგმება როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ასევე სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია.
24.12.2020
სპეციალური პენიტენციური სამსახური: არც ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში covid-19-ის შემთხვევა არ დაფიქსირებულა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში covid-19-ით არიან მსჯავრდებულები ინფიცირებულები და პენიტენციური სამსახური ამ ინფორმაციას მალავს.
23.12.2020
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, შეზღუდვები პენიტენციურ სისტემაშიც ამოქმედდა
ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა პენიტენციურ სისტემაშიც.
28.11.2020