ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ახალი ამბები
პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმატში სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს მოუსმინეს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკა ცხვარაშვილი პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმატში მოხსენებით წარსდგა.
25.03.2021
სპეციალური პენიტენციური სამსახური: ბრალდებულ ნ.მ.-ს საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიეწოდება
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ ნ.მ.-ს ოჯახის მიერ გამართულ საპროტესტო აქციას და განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს პატიმარს ოპერაცია ესაჭიროება, მაგრამ პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადო ყურადღება არ ექცევა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე, ბრალდებული საჭიროების შესაბამისად უზრუნველყოფილია სათანადო სამედიცინო მომსახურებით. ამასთან, პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში არაერთხელ არის გადაყვანილი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც როგორც ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციები, ასევე მაღალტექნილოგიური სამედიცინო გამოკვლევები უტარდება
22.03.2021
ტენდერი, რომელშიც კომპანია „ანაგმა“ გაიმარჯვა, მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც ითქვა, თითქოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიკერძოებულად ჩაატარა ტენდერი და დასავლეთ საქართველოში პენიტენციური დაწესებულებების რეაბილიტაციისთვის ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ კომპანია „ანაგს“ 37 მლნ ლარის ტენდერი მოაგებინა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მოცემული ბრალდებები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ტენდერი, რომელზეც სიუჟეტში იყო საუბარი მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა. კერძოდ, დაბა ლაითურის პენიტენციური დაწესებულების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით 2020 წლის 2 მარტს გამოცხადდა GEO200000073 შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, წინადადებების მიღება დასრულდა 2020 წლის 2 აპრილს, თუმცა იმ პერიოდისთვის მასში არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო მონაწილეობა.

2020 წლის 28 აპრილს განმეორებით გამოცხადდა შესყიდვის ელექტრონული პროცედურა (GEO200000168). წინადადებების მიღება დასრულდა 2020 წლის 13 მაისს და მასში მონაწილეობა მიიღო ერთმა პრეტენდენტმა - შპს „ანაგი“. მოცემული სამუშაოების შესყიდვის, ასევე ნებისმიერი იმ მომსახურების შესყიდვის პროცედურები, რომლებიც პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს, ხორციელდება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული „სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის #321 დადგენილების საფუძველზე. ხოლო ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ პრეტენდენტებს, ვისაც საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვება აქვს და ამ უფლებას კომპანიებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანიჭებს მათივე მოთხოვნის საფუძველზე. მათ შორის არის კომპანია „ანაგი“, რომელიც ამ უფლებით უკვე დაახლოებით ათი წელია სარგებლობს, თუმცა ის არ არის ქართულ ბაზარზე ერთადერთი, ვისაც ასეთი დაშვება გააჩნია. ამიტომ სიუჟეტში გამოთქმული ბრალდება, რომ "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომპანია „ანაგს“ მიანიჭა ფორმა N4, რაც ნიშნავს იმას, რომ ტენდერი გასაიდუმლოებულია და ტენდერში სხვა კომპანია მონაწილეობას ვერ მიიღებდა“ - სრული სიცრუეა, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემული კომპანიის გარდა მსგავსი უფლებით სხვა კომპანიებიც სარგებლობენ.

15.03.2021
PCR ტესტირების მორიგი ეტაპის შედეგად გაირკვა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში covid-19-ის არც ერთი შემთხვევა აღარ არის
ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებებში ტესტირების მორიგი ეტაპი გაიმართა და ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.
11.03.2021
მიხეილ სარჯველაძემ უვადო პატიმრებს უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამა გააცნო
N8 პენიტენციურ დაწესებულებაში უვადო მსჯავრდებულებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამა გააცნო.
09.03.2021
ქალ პატიმრებს საქართველოს პარლამენტის წევრებმა 8 მარტი მიულოცეს
N5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებაში ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
09.03.2021
N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა
2021 წლის 4 მარტს, დაახლოებით 10:11 საათზე N3 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა ვ.ლ.-მ საკანში დახმარებისთვის დაუძახა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და უთხრა მათ, რომ მის თანამესაკნეს, ნ.ქ.-ს სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა.
04.03.2021
N16 პენიტენციურ დაწესებულებაში კულინარიული შეჯიბრი მოეწყო
N16 პენიტენციურ დაწესებულებაში კულინარიული შეჯიბრი "მასტერ-შეფი" ჩატარდა.
28.02.2021
ნიკანორ მელიას შეუძლია სატელეფონო ზარის უფლებით სარგებლობა
2021 წლის 27 თებერვალს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ბრალდებულ ნიკანორ მელიაზე საუბრისას ითქვა, რომ მას პენიტენციური დაწესებულებიდან დარეკვის უფლება არ აქვს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე. სინამდვილეში ბრალდებულს სატელეფონო ზარზე შეზღუდვა არ აქვს. მას ზარის განხორციელება მხოლოდ დაკავებიდან ორი დღის განმავლობაში არ შეეძლო, სანამ დაუმზადდებოდა საბანკო ბარათი, რომლითაც პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ტელეფონებიდან არის დარეკვა შესაძლებელი. ბრალდებულს ბარათი მიმდინარე წლის 25 თებერვალს გადაეცა, რის შემდეგ უკვე შეუძლია სატელეფონო ზარის განხორციელება, თუმცა ამ დრომდე მას პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავს მოთხოვნით, რომ სატელეფონო ზარი განეხორციელებინა.

27.02.2021
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ბრალდებულ ზ.ჩ.-სთან დაკავშირებით
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ბრალდებულ ზ.ჩ.-ს მეუღლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პატიმარს შესაბამისი ყურადღება არ ექცევა, სიცრუეა. სინამდვილეში ბრალდებულს, მისი საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიეწოდება.

ზ.ჩ. იმყოფება N2 პენიტენციურ დაწესებულებაში 2020 წლის 19 აგვისტოდან.

დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ ბრალდებულმა წარმოადგინა ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია, საიდანაც ჩანდა, რომ ჩატარებული აქვს ქვედა კიდურების ვენების ტრიპლექ სკანირება. ექიმ-ანგიოლოგის მიერ დასმული დიაგნოზია: მარცხენა ქვედა კიდურის, პოსტრომბოფლებიტური დაავადება, ქრ. ვენური უკმარისობა. ყოველივე ამის გათვალისწინებით დაიგეგმა და სამოქალაქო სექტორის კლინიკაში 21 სექტემბერს ჩაუტარდა ანგიოლოგის კონსულტაცია და დოპლეროგრაფია დაესვა დიაგნოზი: ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზი; პოსტფლებიტური სინდრომი.

სისხლძარღვების დუპლექს-სკანირების დასკვნით: ორივე ქვედა კიდურის ვენური სისტემის მხრივ არსებითი მნიშვნელობის პათოლოგია არ ვლინდება, დაენიშნა კონსერვატიული მკურნალობა და ანგიოლოგის მეთვალყურეობა, რისთვისაც ზ.ჩ. დარეგისტრირებულია ერთიან რეფერალურ ბაზაში, რათა განმეორებით გეგმიურად ჩაუტარდეს ანგიოქირურგის კონსულტაცია და შესაბამისი საჭირო კვლევები. ამ მიზნით დაგეგმილია ბრალდებულის სამოქალაქო კლინიკაში გაყვანა მომდევნო კვირას.

აღსანიშნავია, რომ 25 თებერვალს ბრალდებულმა მიიყენა დაზიანებები მკლავებსა და მუცლის ზედაპირზე, რის გამოც მას ადგილზევე გაეწია სამედიცინო მომსახურება, ვინაიდან დაზიანებების ხარისხიდან გამომდინარე, მისი კლინიკაში გაყვანის და ქირურგიული ჩარევის საჭიროება არ დამდგარა.

26.02.2021