№5(ქალთა) დაწესებულებას აშშ-ის სახელმწიფო დეპრტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლები ესტუმრნენ, სადაც დეტალურად გაეცნენ დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას, მსჯავრდებულთა საცხოვრებელ პირობებს, მსჯავრდებულების საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშემწყობ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით დანერგილ და მიმდინარე პროგრამებს.კერძოდ, სტუმრები დაინტერესდნენ №5 დაწესებულებაში პროგრამა "ქალგის" მიმდინარეობით, აგრეთვე განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია პატიმრების ოჯახის წევრებთან ურთიერთობის მიზნით დაწესებულებაში დანერგილმა სერვისებმა, რაც აუმჯობესებს მათ კავშირს ოჯახის წევრებთან.
სტუმრებმა, ასევე, დაათვალიერეს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული სამკერვალო, სილამაზის სალონი, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებული; მოინახულეს პაემნებისთვის განკუთვნილი სივრცეები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, სამლოცველო და ახლად რეაბილიტირებული სპორტული მოედანი.
დელეგაციის წევრებმა №5 დაწესებულებაში დასაქმებულ თანამშრომელთათვის განახლებული სასადილო სივრცეც დაათვალიერეს, სადაც თანამშრომლები უფასო კვებით არიან უზრუნველყოფილი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპრტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლები №5 დაწესებულებას მე-10 ყოველწლიური კონფერენციის ქალები პოლიციაში ფარგლებში ეწვივნენ.