ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სპეციალური პენიტენციური სამსახური ესკორტის ოფიცრის (მძღოლი) 9 ვაკანსიაზე ღია კონკურსს აცხადებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს ღია კონკურსის გზით თანამშრომლების მიღებას. ამჯერად კონკურსი პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს შტაბის (სამმართველო) ტრანსპორტის განყოფილების ესკორტის ოფიცრის (მძღოლი - D კატეგორია) 9 ვაკანსიაზე გამოცხადდა.


მიუხედავად იმისა, რომ თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ" პენიტენციურ სამსახურზე არ ვრცელდება, კარგი მმართველობის პრინციპებიდან გამომდინარე, უკვე რამდენიმე თვეა, დაინერგა მიდგომა, რომლის მიზანია თანამშრომლების ღია კონკურსის გზით შერჩევა.

მოცემული წესით, 2018 წლის დეკემბრიდან დღემდე, შეივსო ესკორტის ოფიცრის 123 ვაკანსია.

ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/57284?active=1
FaceBook Twitter