ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ახალი ამბები
თეა წულუკიანმა N5 პენიტენციური (ქალთა) დაწესებულების პატიმრებს ახალი წელი მიულოცა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით N5 პენიტენციურ დაწესებულებაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. დაწესებულებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, გიორგი პატარიძე, თეატრალურის კვარტეტი და კომპანია „Beauty box“-ის დამფუძნებელი თეონა თავართქილაძე ეწვივნენ.
თეა წულუკიანმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოს ახალი ავტომანქანები გადასცა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოს ესკორტირების ახალი, სპეციალიზებული ავტომანქანები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების 2 მანქანა გადასცა. ღონისძიება მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა.
N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებმა სოციალური საწარმო გახსნეს
2018 წელს კონკურსში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა N16 პენიტენციური დაწესებულებიდან ორმა მსჯავრდებულმა, ნიკოლოზ ტყეშელაშვილმა და შოთა მარტყოფლიშვილმა იდეით: დისტანციური საქმიანობის შესრულება N16 პენიტენციური დაწესებულებაში (დოკუმენტების, წიგნების გაციფრულება, თარგმანი, ვიდეო სუბტიტრების შესრულება და ა.შ.). იდეის ავტორებმა ნიკოლოზ ტყეშელაშვილმა და შოთა მარტყოფლიშვილმა ეტაპობრივად დატოვეს პენიტენციური დაწესებულება და ამჟამად პროექტის მართვას დაწესებულების გარეთ ახორციელებენ. საწარმო, 2019 წლის აგვისტოში აღიჭურვა საჭირო ტექნიკით და დღეის მდგომარეობით უკვე შესრულებული აქვს რამდენიმე შეკვეთა.
ინფორმაციისთვის, პროექტს „განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“ საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი(ASB) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“(CHCA) ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებენ. პროექტის მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, სამთავრობო, საზოგადოებრივი და ბიზნეს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გზით. პროექტის ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრმა (CSRDG), 2017-2018 წლებში სამჯერ გამოაცხადა იდეების კონკურსი სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის, რომლის შედეგად დაფინანსდა 8 სოციალური საწარმო.
სოციალური საწარმო N16 დაწესებულების მსჯავრდებულების მიერ პროექტის „განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“ ფარგლებში მიღებული გრანტით დაფუძნდა. ამ ეტაპზე სოციალურ საწარმოში პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ხუთი მსჯავრდებულია დასაქმებული. 
მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები უმნიშვნელოვანესია, რადგან პატიმრებისთვის დასაქმების ახალ კერებს ქმნის. დასაქმება კი მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. 
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების მიერ დაარსებული სოციალური საწარმოს გახსნას დაესწრო. ღონისძიებაზე, რომელიც N16 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართა, სოციალური საწარმოს დამფუძნებლებმა საწარმოს იდეაზე და ძირითად საქმიანობაზე ისაუბრეს. მინისტრი ადგილზე გაეცნო საწარმოს სამუშაო პროცესს, საწარმოს თანამშრომლებს დასაქმება მიულოცა და ახალ საქმეში წარმატებები უსურვა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ბრალდებებთან დაკავშირებით

 

მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ საჯაროდ პრეტენზიები გამოთქვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოცხადებული კვებითი მომსახურების შესყიდვის ტენდერებთან დაკავშირებით. მოცემული ადვოკატი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის კონკურენტი კომპანიის ადვოკატია და არა - სატენდერო პროცედურების მკვლევარი არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორც მან გუშინ განაცხადა. ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციები არასერიოზულია, არ ემყარება ფაქტებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.