ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ახალი ამბები
იუსტიციის მინისტრი ამსტერდამის საოჯახო ტიპის ბავშვთა ციხის მოდელს გაეცნო
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია, ნიდერლანდებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამსტერდამში არასრულწლოვანთა საოჯახო ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებას ესტუმრა.
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდებში იმყოფება
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ვიცეპრემიერის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის, ხელმძღვანელობით ნიდერლანდებში იმყოფება. სამუშაო ვიზიტის მიზანი ნიდერლანდების არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს პოლიტიკის, სერვისების, არასრულწლოვანთა პენიტენციური დაწესებულებებისა და პრაქტიკის შესწავლაა. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი თათია ხოჭოლავა და მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ნოდარ ქინქლაძე.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება გიორგი ონიანის საპატიმროდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით
გიორგი ონიანი (დაბ. 1981 წ.) 07.11.2017 წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს და იმავე დღეს N9 პენიტენციურ დაწესებულებაში იქნა მოთავსებული. ონიანს ბრალად ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 3691 მუხლის მესამე ნაწილით (სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია), 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით),
თეა წულუკიანის ინიციატივით გლდანის ციხის პატიმრები საჯარო სამსახურში დასაქმდნენ
ვიცე-პრემიერის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, დოკუმენტების დიგიტალიზაციის პროცესში მსჯავრდებულები ჩაერთვებიან. პროექტი მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში დაიწყება და ეს არის საჯარო სამსახურში პატიმრების დასაქმების პირველი პრეცედენტი.