ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ახალი ამბები
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე ესკორტის 52 ოფიცერი ღია კონკურსის გზით დაინიშნა

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში გრძელდება ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოში, ასევე მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტში თანამშრომლების ღია კონკურსის გზით მიღება.
ციხეებში ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის 2017 წლის რეკომენდაციის შესრულების მიზნით იუსტიციის მინისტრმა ბრძანება გამოსცა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 13 მაისის N403 ბრძანებით პენიტენციურ სისტემაში ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით გადაღებული მასალის შენახვის 5-დღიანი ვადა 30 დღემდე გახანგრძლივდა.
იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი ევროსაბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნასთან დაკავშირებით
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი”-ს (CPT) ანგარიშთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
გლდანის საპატიმროს მსჯავრდებულები დაწესებულების ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმდებიან
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიაციატივითა და საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის ხელშეწყობით, გლდანის N8 დაწესებულების ტერიტორიაზე პირველად დაიწყო პროექტი, რომელიც ამ დაწესებულებაში მყოფი სრულწლოვანი და არასრულწლოვანი მსჯავრდებულების, მათ შორის უვადო სრულწლოვანი პატიმრების, დასაქმებას ისახავს მიზნად.