ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ახალი ამბები
თეა წულუკიანმა საზოგადოებას პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარუდგინა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა სახელმწიფო უწყებების, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების, ასევე, სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წარუდგინა.
იუსტიციის მინისტრმა დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის გაცნობის მიზნით შეხვედრა გამართა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. საკოორდინაციო შეხვედრის მიზანი აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის გაცნობა იყო.
ოკინავური გოჯუ რიო კარატე დოს ფედერაცია და კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გათავისუფლებისთვის მომზადების შესახებ იუსტიციის მინისტრის ინიციატივაში ჩაერთნენ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საპატიმროებში: N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება   (ქ.თბილისი), N2 პენიტენციური დაწესებულება  (ქ. ქუთაისი), N8 პენიტენციური დაწესებულება (ქ.  თბილისი) განთავსებული არასრულწლოვანი მსჯავრდებულების გრაფიკში არსებული ბევრი თავისუფალი დროის შინაარსით შევსებას საპატიმროდან გათავისუფლებისათვის მომზადების მიზნით. ეს საკითხი მწვავედ დგას N2 და N8 პენიტენციურ დაწესებულებებში და ასევე აქტუალურია  N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში (ქ.თბილისი) მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ დაწესებულებაში  გამოჩენილი და საინტერესო სტუმრების ვიზიტები იშვიათობა არ არის.

რუსთავში ორი ახალი პენიტენციური დაწესებულება აშენდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, პენიტენციური სისტემის უფრო ეფექტიანად მართვის მიზნით ქ. რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ორი ახალი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა დაიგეგმა.